ჩვენს შესახებ "ახალი გაზეთი" არის ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი, რომელიც 2001 წლიდან გამოდის ქუთაისში და ვრცელდება იმერეთის ყველა რაიონში. ფორმატი A3,12 გვერდიანი, ტირაჟი - 3000 (სამი ათასი) ეგზემპლარი. პირველი და ბოლო გვერდი არის ფერადი. გამომცემელია შ.პ.ს.”`ავანტაჟი”. რეგისტრირებულია ქ.ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. რეგისტრაციის ნომერი #12/5/ე-1193. “`ახალი გაზეთის” მისამართია: ქუთაისი, ვარლამიშვილის ქ. #16. გაზეთის ინტერნეტ-ვერსიის მისამართია: www.akhali-gazeti.geახალი გაზეთი" არ გამოხატავს არც ერთი პოლიტიკური პარტიისა და დაჯგუფების ინტერესებს და მთლიანად ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. იგი ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დამყარებული ფასეულობების პოპულარიზაციას და ტოლერანტობის კულტურის დანერგვას.
"
"ახალი გაზეთი" პერიოდულად აქვეყნებს საკუთარი კორესპონდენტების მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს სხვადასხვა თემაზე. "ახალი გაზეთის" ჟურნალისტური გამოძიებების ავტორები არაერთხელ დაჯილდოვებულან სხვადასხვა ჟურნალისტურ კონკურსებში.
"ახალი გაზეთი" მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან. იგი არის: "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის" დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; საქართველოს მედიის საბჭოს დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; “საქართველოს რეგიონული პრესის ურთიერთდახმარებისა და განვითარების ფონდის” დამფუძნებელი და გამგეობის წევრი.
მიღწევები:
• 2009 წელი - დანიის გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელის “SCOOP”- ის მიერ დაჯილდოვდა სპეციალური პრემიით საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის “ბიზნესი მიგრანტებით და არალეგალური მარშუტებით”.
• 2008 წელი - "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის" მიერ გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ფინანსური მხარდაჭერით ასოციაციის წევრი გაზეთებისთვის გამოცხადებულ კონკურსში "ახალმა გაზეთმა" დაიმსახურა პირველი პრემია.
• 2008 წელი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ "ახალი გაზეთი" დაჯიდლოვდა ენერგეტიკის თემაზე საუკეთესო სტატიის გამოქვეყნებისთვის. კონკურსი ჩატარდა “BP - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.
• 2008 წელი - "ახალი გაზეთი" დაჯილდოვდა "ოჯახური ძალადობის საკითხების საუკეთესოდ გაშუქებისთვის იმერეთის რეგიონში". კონკურსი ჩატარდა "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელისა" და ფონდ "ტასოს" მიერ.
• 2005 და 2006 წელი - "ახალი გაზეთი" "ნიკო ნიკოლაძის სამეცნიერო საზოგადოებისა" და საქართველოს ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალის მიერ დაჯილდოვდა იმერეთის მხარეში საბანკო სექტორის საქმიანობის ამსახველი საუკეთესო პუბლიკაციებისთვის.
მთავარი რედაქტორი - ია ბობოხიძე, ტელ: (+99599) 740 760
E-mail: ia_bobokhidze@yahoo.com
მენეჯერი - ეკატერინე ბობოხიძე, ტელ: (+99555) 65 09 90
E-mail: eka_bobokhidze@yahoo.com
რედაქტორი - მაია მეცხვარიშვილი, ტელ: (+99599) 279276
E-mail: mmetskhvarishvili@gmail.com