საწყისი  საიტის რუკა  კონტაქტი
http://www.akhali-gazeti.ge

2010  5  სექტემბერი,  კვირა
 
 
 ძიება საიტზე

 რეკლამა





ახალი ამბები

ახალი ამბები ტექსტი


 კუდ-ის მორიგი ალყა მერიას

"ახალი გაზეთი". კუდ-ის მორიგი ალყა მერიას ქუთაისის მერია კიდევ ერთხელ მოექცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის წარმომადგენლების ალყაში. ამჯერად მერიის შენობიდან ბორკილებდადებული არქიტექტურის სამსახურის უფროსი მამუკა კობზონაძე გამოიყვანეს. იგი 21 ოქტომბერს ქრთამის აღების ბრალდებით საკუთარ სამუშაო ოთახში დააკავეს. სანახაობა ტრადიციული იყო: ბორკილების შებმა ვიდეო-კამერების წინ და კუდი-ის უფროსის მოადგილის იოსებ თოფურიძის ტექსტით: "ჩვენ შეურიგებელ ბრძოლას გავნაგრძობთ კორუფციის წინააღმდეგ და არ გავჩერდებით არასდროს".


ვრცლად

2009-10-26
 
 ერთიანობა საპირისპირო ქვეტექსტით

 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განახლებული გელათის აკადემია ერთობლივად გახსნეს. პატრიარქი და პრეზიდენტი გელათში ცალ-ცალკე მივიდნენ. ამ დღეს გელათის ზარები რამდენჯერმე დარეკეს.


ვრცლად

2009-10-26
 

ვრცლად

2009-10-26
 
 საგადასახადო ტერორი საბიუჯეტო კრიზისის გადასაფარად

"ახალი გაზეთი". ბოლო რამდენიმე თვეა ქუთაისში ყოველდღე ათეულობით მაღაზიის მეპატრონე ჯარიმდება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექტორები ჯარიმებს ფინანსური დარღვევების აღმოჩენის მოტივით წერენ.

გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარე სამხავრო სალონი დალუქეს. წინასწარი ინფორმაციით, საგადასახადო ინსპექცია სალონს 31000 ლარს ედავება. სამხატვრო სალონის წარმომადგენლებს დეტალებზე საუბარი არ სურთ. მათ იმედი აქვთ, რომ საგადასახადო ინსპექცია გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ მიიღებს. სალონი ამ დრომდე დალუქულია. საგადასახადო ინსპექტორები იქ ინვენტარიზაციის მიზნით შევიდნენ. თუმცა, სამხატვრო სალონმა, სადაც 40-მდე მხატვრის ნამუშევრებია თავმოყრილი, შესაძლოა, ფუნქციონირება ვეღარ გააგრძელოს.


ვრცლად

2009-10-26
 
 ქუთაისელი მძღოლები ისევ აქციებით იმუქრებიან

ქუთაისში სატრანსპორტო ქაოსი გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობა ნებართვების გასაცემად კონკურს-დათვალიერებას ატარებს. პარალელურად, ქუთაისელი მძღოლები აქციას-აქციაზე მართავენ. ურთიერთბრალდებებისა და სამარშრუტო ხაზებისათვის გამართულ ბრძოლაში ყველაზე მეტად საზოგადოება ზარალდება: მოუწესრიგებელი გრაფიკები, გაჩერებებზე საათობით ლოდინი მოქალაქეთა გაღიზიანებას იწვევს.


ვრცლად

2009-10-11
 
 ნებაყოფლობით დაბრუნებული ქართველი არალეგალები ისევ ევროპაში წასასვლელ გზებს ეძებენ

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მცხოვრები ქართველი არალეგალი მიგრანტების ზუსტი რიცხვი და სტატისტიკა არ არსებობს. გერმანიას, ამ ქვეყნების ჩამონათვალში, მე-3-4 ადგილი უკავია.


ვრცლად

2009-10-11
 
 ისტორიული უბნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი შეჩერებულია

ამ დროისთვის არც პროექტი არსებობს და არც საჭირო თანხა. ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ჯერ კიდევ პროექტირების სტადიაშია, მაშინ როდესაც, დაპირების მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილიდან სარეაბილიტაციო სამუშაობი უნდა დაწყებულიყო.


ვრცლად

2009-10-11
 
  ინვესტორები ქუთაისში საკუთრებას აღარ ყიდულობენ (?!)

ქუთაისის თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული აუქციონები ვეღარ ტარდება. მიზეზი კომისიაში არშესული განაცხადებია. ოფიციალური მონაცემებით, ადგილობრივი მთავრობის მიერ გასაყიდად გამოტანილ ობიექტებს მყიდველები აღარ უჩნდებიან. არაოფიციალური მონაცემებით კი, ჩაშლილი აუქციონების უკან "ჩინოვნიკები" დგანან და ქონების დიდი ნაწილი სწორედ მათ მიერაა შეძენილი.


ვრცლად

2009-10-11
 

ვრცლად

2009-10-11
 
 კვირის ყველაზე პოპულარული ქუთაისელი

უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ქუთაისელი ზვიად ამყოლაძე საქართველოში ყველაზე პოპულარული ადამიანია. ამ ხნის მანძილზე მისი ვიდეო, სახელწოდებით - "დნნ დშნ" 120 ათასამდე ქართველმა ინტერნეტ-მომხმარებელმა ნახა, რითაც 2-ჯერ გადაუსწრო ამ კუთხით აქამდე ყოფილ რეკორდსმენ კოხორას.


ვრცლად

2009-10-05
 
 იმერეთის გუბერნატორი გათხრებში მონაწილეობს

 იმერეთის გუბერნატორმა მიხეილ ჩოგოვაძემ ორკვირიანი ტაიმ- აუტი აიღო, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ მალე იმერეთს ახალი თავკაცი ეყოლება. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონს საარჩევნო პროცესებში კარგად გამობრძმედილი აკაკი ბობოხიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად პარლამენტში მოღვაწეობს, როგორც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი.


ვრცლად

2009-09-26
 
 "იუმორი ცხოვრებაშიც მართობს და მახალისებს"

რამდენიმე წლის წინ ქუთაისში სატირისა და იუმორის თეატრი დაარსდა. აღნიშნული თეატრის მსახიობები საქართველოს სხვადასხა ქალაქში ანშლაგით მართავდნენ წარმოდგენებს. დღეს, სამწუხაროდ, სატირისა და იუმორის თეატრში მუშაობა შეჩერებულია: თეატრი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ამის მიზეზი კი უსახსრობაა. მსახიობი გიზო კაკაურიძე ამ თეატრის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახლდათ. მას იუმორის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ჩვენს რუბრიკაში - "სახეები" - სწორედ ბატონ გიზო კაკაურიძეს წარმოგიდგენთ.


ვრცლად

2009-09-26
 
 მშენებლობით უკმაყოფილო დევნილები

ფოთში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან გარემონტებული საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემას ელიან. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს კომპაქტური ჩასახლების ობიექტების რეაბილიტაციისა და დევნილებისთვის სიმბოლურ ფასად (ოჯახზე - 1 ლარად) გადაცემის პროცესი.


ვრცლად

2009-09-25
 
 ტენდერში გამარჯვებულ ფირმებს კონტრაქტებზე უარი ათქმევინეს

"ახალი გაზეთი". 2010 წლიდან ქუთაისის ქუჩებს იტალიელები დაასუფთავებენ. ყოველ შემთხვევაში, იტალიური ფირმა "რაფანოსერვისი" ქუთაისში 3 მილიონამდე ინვესტიციის ჩადებას აპირებს. ქუთაისის თვითმმართველობამ ფირმას ბაზარზე შემოსასვლელად ნიადაგი უკვე მოუმზადა: დაახლოებით ერთი თვის წინ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, შპს "მწვანე ქუთაისი" შექმნა.


ვრცლად

2009-09-20
 
 შამუგიას სქემა ჩაუვარდა

სექტემბრის ბოლოდან ქუთაისის შადა საქალაქო ტრანსპორტში ცვლილებები განხორციელდება: შეიცვლება ავტობუსების და მიკროავტობუსების ნუმერაცია, გაიხსნება ახალი სამარშრუტო ხაზები და მნიშვნელოვნად შემცირდება მიკროავტობუსების რაოდენობა. ახალი სატრანსპორტო სქემა საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

 


ვრცლად

2009-09-09
 


უკან




 სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

 რეკლამა


 
PDF Version გაზეთის PDF ვერსია   ჩვენს შესახებ რეკლამა საიტზე და გაზეთში ფოტო გალერეა კონტაქტი
Copyright© 2009 | All Rights Preserved Designed by SPAR