 ფოთის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისთვის 27 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ პროექტს ფოთის მოსახლეობისთვის 24 საათიანი წყალმომარაგება უნდა მოეტანა. ეს ამბავი ფოთელებს თვით პრეზიდენტმა ახარა ხარების დღესასწაულზე, მიმდინარე წლის 7 აპრილს. თუმცა დიდი დრო არ დასჭირვებია იმის გარკვევას, რომ ფოთის მოსახლეობა უბრალოდ მოატყუეს: მათ წყალი ყოველ მეორე დღეს, 5-6 საათის განმავლობაში მიეწოდება. ვრცლად
|