საწყისი  საიტის რუკა  კონტაქტი
http://www.akhali-gazeti.ge

2010  8  სექტემბერი,  ოთხშაბათი
 
 
 ძიება საიტზე

 რეკლამა





საკადრო "ცვლილება" შეიარაღებულ ძალებში

აღები ფიგურა. სიხარულიძე აქამდე ჩაკეტილ თავდაცვის უწყებაში ერთგვარი გამჭვირვალობის ელემენტების შეტანას შეეცადა, თუმცა მისი მოქმედების თავისუფლება მაშინვე შეიზღუდა, როგორც კი მის მოადგილედ ყოფილი მთავარი "მეციხოვნე" ბაჩო ახალაია დაინიშნა. თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ბაჩო ახალაიას დანიშვნამ მთლიანად შეცვალა თავდაცვის უწყების შიდა პოლიტიკა. მას ამ უწყების საპასუხიმგებლო თანამდებობებზე მყოფ პირებთან ჰქონდა კონფლიქტი. ისინი ტოვებდნენ პოსტს, ან ამაში ბაჩო ახალაია "ეხმარებოდა". როგორც ირკვევა, იგი ცდილობდა ჩარეულიყო იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლის მნიშვნელობა თავად არ ესმოდა. ამიტომაც მან რამდენიმე პროფესიონალის კარიერაც კი იმსხვერპლა. ბოლო დროს კი მას თავად მინისტრი დავით სიხარულიძე აუმხედრდა. მან მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლების "პატაკიც" კი წარუდგინა, რაც არ დაკმაყოფილდა, მაგრამ მალე მანაც დატოვა თანამდებობა და თავდაცვის მინისტრად მისი მოადგილე ბაჩო ახალაია დაინიშნა. მიხეილ სააკაშვილი ახალაიასგან თავდაცვის უწყებაში "წესრიგის დამყარებას" ელოდება. თუმცა რამდენად ჯდება წესრიგის დამყარების ახალაიასეული მეთოდები (რაც მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოავლინა) ნატო-ს სტანდარტებში (რისი დანერგვისკენაც მიისწრაფვის დეკლარირებულად ქართული არმია), ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

კახაბერ ჟორჟოლიანი



2009-09-08
 

უკან



ძებნა თარიღით

            

სექტემბერი 2010
ორსამოთხხუთპარშაბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930



უკან




 სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

 რეკლამა


 
PDF Version გაზეთის PDF ვერსია   ჩვენს შესახებ რეკლამა საიტზე და გაზეთში ფოტო გალერეა კონტაქტი
Copyright© 2009 | All Rights Preserved Designed by SPAR